ჩემი პროექტის პორტფოლიო-პროექტი: "დრო და მისი გაზომვა"
ამ კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნიდან სწავლის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს სტანდარტების შესაბამისად სწორად დაგეგმილი პროექტი. კურსმა მასწავლა, სასწავლო პროცედურები ისე გავწერო, რომ სწორად ასახავდეს მიზანს, მოსწავლეებს განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რის შედეგადაც მოსწავლე ხდება ფაქტების მომძიებელი, თვითრეგულირებული, კრეატიული.
ვიუვერი,ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ კი არის საუკეთესო რესურსი,გზამკვლევი,რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტის განხორციელებაში.
Monday, May 9, 2016
Sunday, May 8, 2016
მერვე დღე
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის ფასილიტაციის პრეზენტაცია, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევებისა და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. საპროექტო სწავლებაში ჩავრთავ ყველა ტიპის მოსწავლეს. ვიუვერი გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ დიფერენცირებული მიდგომები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.
Friday, May 6, 2016
მეშვიდე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, აღვწერეთ შეფასების მეთოდები, შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.კოლეგას შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Subscribe to:
Posts (Atom)