ჩემი პროექტის პორტფოლიო-პროექტი: "დრო და მისი გაზომვა"
ამ კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნიდან სწავლის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს სტანდარტების შესაბამისად სწორად დაგეგმილი პროექტი. კურსმა მასწავლა, სასწავლო პროცედურები ისე გავწერო, რომ სწორად ასახავდეს მიზანს, მოსწავლეებს განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რის შედეგადაც მოსწავლე ხდება ფაქტების მომძიებელი, თვითრეგულირებული, კრეატიული.
ვიუვერი,ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ კი არის საუკეთესო რესურსი,გზამკვლევი,რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტის განხორციელებაში.
პროექტებით სწავლება
Monday, May 9, 2016
Sunday, May 8, 2016
მერვე დღე
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის ფასილიტაციის პრეზენტაცია, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევებისა და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. საპროექტო სწავლებაში ჩავრთავ ყველა ტიპის მოსწავლეს. ვიუვერი გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ დიფერენცირებული მიდგომები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.
Friday, May 6, 2016
მეშვიდე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, აღვწერეთ შეფასების მეთოდები, შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.კოლეგას შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Sunday, April 24, 2016
მეექვსე დღე
ამ მოდულმა დამანახა, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის. გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები, ტექნიკური უნარ-ჩვევები და მათი პოზიციიდან შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- პრეზენტაცია, რომელიც გამოიწვევს მათ ინტერესს და დამოუკიდებლად შეასრულებენ დავალებას. ასევე შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს მიმართულებას მისცემს, თუ როგორ შექმნას პრეზენტაცია და ასევე მოახდენს შეფასებას.
Saturday, April 23, 2016
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. დღეს ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია. რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ პრეზენტაციის მიზნები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით პოპულარულ საძიებო სისტემებს www.google.ge, www. yahoo.com...,საავტორო უფლებების დაცვას. ვისწავლეთ როგორ დავამახსოვრებინოთ კომპიუტერს ვებ-საიტის მისამართი.
Sunday, April 17, 2016
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა;გამენალიზებინა განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთ შეფასების ხუთი სხვადასხვა სტრატეგია თავისი მეთოდებითა და ინსტრუმენტებით,რომელიც დამეხმარება მოსწავლეს შევუმოწმო წინარე ცოდნა, მეტაკოგნაცია, თანამშრომლობის უნარი, პროგრესის მონიტორინგი და გაგების დემონსტრირება. შევადგინეთ პრეზენტაციის გეგმა.
Saturday, April 16, 2016
მესამე დღე
მეორე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება.
სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით შევადგინე პროექტის გეგმა, გამოვიყენე 21-ე ს-ის უნარ-ჩვევები, ბლუმის განახლებული ზმნები.
ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლეებს და მოახდენს მათ დაინტერესებას პროექტის შესწავლისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)