Sunday, April 24, 2016

მეექვსე დღე

ამ მოდულმა დამანახა, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის. გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები, ტექნიკური უნარ-ჩვევები და  მათი პოზიციიდან შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- პრეზენტაცია, რომელიც გამოიწვევს მათ ინტერესს და დამოუკიდებლად შეასრულებენ დავალებას. ასევე შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს მიმართულებას მისცემს, თუ როგორ შექმნას პრეზენტაცია და ასევე მოახდენს შეფასებას.

Saturday, April 23, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. დღეს ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია. რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ პრეზენტაციის მიზნები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით პოპულარულ საძიებო სისტემებს www.google.ge, www. yahoo.com...,საავტორო უფლებების დაცვას. ვისწავლეთ როგორ დავამახსოვრებინოთ კომპიუტერს ვებ-საიტის მისამართი.

Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა;გამენალიზებინა განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთ შეფასების ხუთი სხვადასხვა სტრატეგია თავისი მეთოდებითა და ინსტრუმენტებით,რომელიც დამეხმარება მოსწავლეს შევუმოწმო წინარე ცოდნა, მეტაკოგნაცია, თანამშრომლობის უნარი, პროგრესის მონიტორინგი და გაგების დემონსტრირება. შევადგინეთ პრეზენტაციის გეგმა.

Saturday, April 16, 2016

მესამე დღე

                                                                 
  მეორე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება.
  სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით შევადგინე პროექტის გეგმა, გამოვიყენე 21-ე ს-ის უნარ-ჩვევები, ბლუმის განახლებული ზმნები.
 ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლეებს და მოახდენს მათ დაინტერესებას პროექტის შესწავლისათვის.

Sunday, April 10, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, უნდა შევარჩიო პროექტის თემა, დაგეგმვისას გავითვალისწინო ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სხვადასხვა სააზროვნო უნარებს (კვლევა-ძიების,თანამშრომლობის, კომუნიკაციის...).  შევქმენით პუბლიკაცია პროექტებით სწავლების თემაზე, რომელიც ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინფორმირებას. მე ამ პროექტში მაკისრია ფასილიტატორის როლი.  შევქმენით ბლოგი, რომელზეც გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია.