Sunday, April 10, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, უნდა შევარჩიო პროექტის თემა, დაგეგმვისას გავითვალისწინო ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სხვადასხვა სააზროვნო უნარებს (კვლევა-ძიების,თანამშრომლობის, კომუნიკაციის...).  შევქმენით პუბლიკაცია პროექტებით სწავლების თემაზე, რომელიც ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინფორმირებას. მე ამ პროექტში მაკისრია ფასილიტატორის როლი.  შევქმენით ბლოგი, რომელზეც გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია.   

No comments:

Post a Comment